კულტურის მინისტრი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფება
საქართველოს კულტურის მინისტრმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი გამართა. თინათინ რუხაძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთის კულტურის დღეების გამართვის საკითხი. ამასთან, თინათინ რუხაძე ქალაქ ტრენჩინის ევროპის კულტურის დედაქალაქად გამოცხადების ღონისძიებას დაესწრო.