​კულტურის მინისტრი სამეგრელოში 

22:05, 24.11.2026

ზუგდიდის დრამატული თეატრი მალე მაყურებელს სრულად რეაბილიტირებულ შენობაში მიიღებს.

1868 წელს აშენებული ნაგებობის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება. წლების განმავლობაში სწორედ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იყო შემოქმედებითი საქმიანობისთვის მთავარი გამოწვევა. ზუგდიდში მდებარე ისტორიული შენობები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები დღეს კულტურის მინისტრმა დაათვალიერა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს და შემოქმედებითი ჯგუფების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში განთავსებულია სამკითხველო დარბაზი, მედიათეკა, საგამოფენო სივრცე და საკონფერენციო დარბაზები. 2026 წლის პირველი მარტიდან ცენტრი საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია. დადიანების სასახლის ისტორიულ კომპლექსში შემავალი ობიექტების, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების დიდ ნაწილს, ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. მინისტრი რეგიონებში ვიზიტებს განაგრძობს.

მსგავსი