კულტურის მინისტრი ლევილის ქართველთა მამულში

18:47, 21.04.2026

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისთვის, მამულში სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია,  მათ შორის რეაბილიტაცია ჩაუტარდა შატოს და ტერიტორიაზე გაშენდა ქართული ვენახი. მიმდინარეობს ლევილის ქართველთა მამულის პარკის ინფრასტრუქტურისა და ელექტრომომარაგების პროექტის განხორციელება.  მინისტრთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, UNESCO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ლევილის მერმა და ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრებმა.

მსგავსი