კუკავას განცხადება

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

მისი განცხადებით, საარჩევნოდ სატელევიზიო სარეკლამო დროისთვის გამოყოფილი დაფინანსების წესი დისკრიმინაციულია. საუბარია საარჩევნო კოდექსზე, რომელიც კვალიფიციური სუბიექტებისთვის უფასო წინასაარჩევნო სარეკლამო დროის გამოყოფასთან ერთად, ითვალისწინებს დამატებით სატელევიზიო სარეკლამო ხარჯების ანაზღაურებას – 600 ათასი ლარის ოდენობით. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ პარტიას წინა ადგილობრივ არჩევნებში 3%-ზე მეტი ხმა აქვს მიღებული. ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ამ დროისთვის მხოლოდ 3 საარჩევნო სუბიექტი, – “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “ქართული ოცნება”, – იღებს.

კუკავას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ მისი პარტიის წინააღმდეგ არის მიღებული.