კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, პირადი წარმომადგენელი საქართველოში რამდენიმე საათის წინ, გამთენიისას ჩამოვიდა. ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე კრისტიან დანიელსონმა აეროპორტში მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობის მოლოდინშია. სწორედ ის იქნება ახლა მედიატორი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი თბილისში 14 მარტამდე დარჩება.