კრემლის მუქარა და საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს  

11 წლისთავზე უცვლელია კრემლის რიტორიკა.

მოსკოვი აგვისტოს ომზე საუბრის დროს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს და არგუმენტად ტალიავინის დასკვნას იშველიებს.

მოსკოვმა პასუხისმგებლობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში ორი დღის დაწყებულ უკანონო ე.წ. სადემარკაციო სამუშაოებზე და ახალი ხელოვნური ბარიერების აღმართვაზეც მოიხსნა. ცინიკური და მუქარისშემცველი განცხადებების ფონზე საქართველომ ვაშინგტონიდან და ნიუ იორკიდან ორი მნიშველოვანი გზავნილი მიიღო. მოსკოვს 11 წლის წინ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება ამჯერად გაეროს უშიშროების საბჭოდან და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოსთხოვეს.

ორივე განცხადებაში გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო სამუშაოებიც მკაცრად არის დაგმობილი.