კრაკოვში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. როგორც პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დაღუპულთაგან ოთხის ვინაობა იდენტიფიცირებულია, მათგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მისივე თქმით, საავადმყოფოში გადაყვანილია 16 დაშავებული, მათ შორის, ორი პოლიციელი, ხუთი კი – უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თავდამსხმელი 24 წლის პოლონეთის მოქალაქეა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში ორი ქალისა და ერთი მამაკაცის ცხედრები იპოვეს.