„კოვიდის სტატისტები. კოვიდთან დამარცხებული ადამიანების ისტორია“, „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი, 15 თებერვალს, 23:30
20 წლის, კოვიდპაციენტის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ისტორია. სამედიცინო დოკუმენტებში დარჩენილ მკურნალობის ხარვეზებზე ღიად ალაპარაკებული სამედიცინო საზოგადოება. კვლევები, რომლებიც არ ჩაუტარდა და მედიკამენტები, რომლებიც არ გაუკეთდა პაციენტს. დარღვეული კანონები და გახმაურებული ნარკოტიკების საქმე, რომელშიც აქამდე, ყველასთვის უცნობი დეტალები აღმოჩნდა. პანდემიასთან გამარჯვებულების ტრიუმფი და გარდაცვლილთა ოჯახების სასოწარკვეთილი ხმა. „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი: „კოვიდის სტატისტები. კოვიდთან დამარცხებული ადამიანების ისტორია“ – 15 თებერვალს, 23:30, პირველ არხზე.