„კოვიდ-19“ - ვითარება და ახალი რეგულაციები მსოფლიოში

ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციაა სხვა ქვეყნებში.

ბოლო ერთ თვეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 მილიონით გაიზარდა.  პანდემიით ყველაზე მეტად  დაზარალებულ ქვეყნებად რჩებიან აშშ, ინდოეთი და ბრაზილია. კორონავირუსის ახალ ტალღას ებრძვიან ევროპაში, აზიაში, ავსტრალიასა და ახლო აღმოსავლეთშიც. ბოლო 24 საათში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც ერთ დღეში 10 000 ინფიცირებული აღრიცხეს. იგივე ვითარებაა უკრაინაშიც, სადაც ვირუსი 3 100-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნების ნაწილმა ზომების გამკაცრება თავიდან დაიწყო. პესიმისტურია აშშ-ის მთავარი ვირუსოლოგის პროგნოზი. ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს მძიმე შემოდგომის და ზამთრის შესახებ აფრთხილებს.