„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს საფრანგეთში

რეკორდულად მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში. ბოლო 24 საათში 21 000 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი – მაისის შემდეგ, ყოველდღიურად აღრიცხული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სიტუაცია ქვეყანაში რთულია და საჭიროა ახალი შეზღუდვების მიღება, რომლის ფარგლებშიც, საფრანგეთში ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტები ამოქმედდა. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ მოქალაქე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი, ბოლო 72 საათში გაკეთებული აქვს ტესტი, რომლის პასუხი უარყოფითია ან უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი. აღნიშნული პასპორტების წარდგენა სავალდებულო იქნება კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად და მუზეუმებში შესვლის წინ. აგვისტოდან, დოკუმენტი შესაძლოა, სავალდებულო იყოს მატარებლით და თვითმფრინავით მგზავრობის დროს.