კოსოვოს ომის დანაშაულებები – ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ჰააგის სასამართლოს განაჩენი კოსოვოში დემონსტრაციების და შიდა პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი გახდა.
ქვეყნის ექს-პრეზიდენტს და არმიის ლიდერებს – სპეციალიზებული პალატების პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ჯამში, 81 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ოთხივე მათგანი დამნაშავედ ცნეს ადამიანების თვითნებურ დაკავებაში, სასტიკ მოპყრობაში, წამებასა და მკვლელობებში. თუმცა ექს-მაღალჩინოსნებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში წარდგენილი ბრალდებები მოეხსნათ. სასამართლოს პოზიციით, არ დადასტურდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის არსებობა. სწორედ გადაწყვეტილების ამ ნაწილს აკრიტიკებს სერბეთის პრეზიდენტი. ალექსანდრ ვუჩიჩისგან განსხვავებით, გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოა ქვეყნის პრემიერი, რომელიც სააპელაციო საჩივრის მხარდაჭერას აანონსებს.