კორუფციული დანაშაული – სუს-მა 30 პირი დააკავა
30 დაკავებული 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.
დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობის მცდელობის, ქრთამის აღების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე დაკავებულები არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მათ შორის სენაკის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე.
კონკრეტულად რას ედავება ყოფილ და მოქმედ საჯარო მოხელეებს გამოძიება და როგორია დაკავებულების პოზიცია – თათია ტაბეშაძე გიამბობთ.