კორუფციული დანაშაული კლინიკის რეაბილიტაციის პროცესში

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ფინანსურ დირექტორს კორუფციულ დანაშაულში ედება ბრალი.

ირაკლი გვაზავასთან ერთად დაკავებულია ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი. დავის საგანია 2020-21 წლებში კოვიდით ინფიცირებულთა საწოლ-ფონდის გასაზრდელად საავადმყოფოს რამდენიმე სართულის რემონტისთვის გამოყოფილი მილიონები. გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა ყალბი საბუთები დაამზადეს და ხარჯები ხელოვნურად გაზარდეს, თანხის ნაწილი კი თავად მიითვისეს. ბრალდებულებს შორისაა ის ინდმეწარმეც, რომლის კომპანიას სამედიცინო დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება დაევალა.