42° პარალელი - ჩინური მულტინაციონალური კორპორაციების ეპოქა / გლობალიზაციის ექსპოზიცია / ბიზნესის პოლიტიკური ძალაუფლება

👉🏽 რუბრიკა: „ამერიკა-ჩინეთის ტექნოლოგიური ომი”. ეპიზოდი პირველი: „ჩინური მულტინაციონალური კორპორაციების ეპოქა”. უკანასკნელი ათწლეული რენესანსის ეპოქაა ჩინური მულტინაციონალური კორპორაციებისთვის, რომლებიც გლობალურად დასავლური კორპორაციების მთავარ მეტოქეებად გადაიქცნენ. მათე გაბიცინაშვილი ამ რუბრიკის პირველ ეპიზოდში მოგვიყვება ჩინური გიგანტური მულტინაციონალური კორპორაციების ეპოქის შესახებ, რომლებიც დღეს მსოფლიოში ინოვაციების ლიდერებად გადაიქცნენ და ეს ფენომენი ჯერ კიდევ 10 წლის წინ სრულიად უცნობი ფენომენი იყო.

 

👉🏽 42° პარალელი – ბაქარ ბერეკაშვილის რუბრიკა – დისკურსი & ინტერპრეტაცია I გლობალიზაციის ექსპოზიცია ბაქარ ბერეკაშვილი მის რუბრიკაში ამჯერად გვესაუბრება გლობალიზაციის რაობაზე, როგორც სოციალური პროცესის, მდგომარეობისა და ეპოქის.

👉🏽 ტრანსნაციონალური ბიზნესელიტების ქცევა მრავალი ათწლეულია ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს პოლიტიკითა და ეკონომიკით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ფართოდ გავრცელებული აზრით, ბიზნესასოციაციები მხოლოდ ბიზნესის პროფესიულ ჯგუფებად და ეკონომიკური ძალაუფლების მქონე აქტორებად წარმოჩინდებიან ხოლმე. დიდი ეკონომიკური ძალაუფლება კი, ხშირად დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებასაც რომ წარმოქმნის, ამაზე მეოცე საუკუნის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორია ბევრ საინტერესო მაგალითს იძლევა.

42° პარალელი