კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა აჭარაში

ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, სამი კი, თურქეთიდან დაბრუნებული საქართველის მოქალაქეა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოთხივე მათგანი იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში.

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით გამოვლენილია 33 ინფიცირებული. კლინიკა „მედალფაში“ პაციენტთა რაოდენობამ 41-ს მიაღწია.