კორონავირუსის გავრცელების პრევენცია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.

ამ წუთის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე ორი ინფიცირებულია. ირანიდან ჩამოსული მამაკაცის შემდეგ საშიში დაავადების შტამი იტალიიდან ახლადდაბრუნებული ქალის ორგანიზმშიც აღმოჩნდა. ის 31 წლის ქალია, რომელმაც სამშობლოში დაბრუნებიდან მეორე დღეს, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ამ წუთებში მიმდინარეობს ყველა იმ პირის მოძიება, რომელთანაც დაინფიცირებულს, სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა. ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორია კიდევ რვა პირის ანალიზებს იკვლევს. რისკების მატების ფონზე საკარანტინო ზონების რაოდენობა იზრდება. საზღვრის გადმოკვეთისთანავე სპეციალური რეგულაციები მოქმედებს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში ან ირანში იმყოფებოდნენ.