კორონავირუსის გავლენა ტურისტულ სექტორზე

რა გავლენა იქონია კორონავირუსის გავრცელებამ ტურისტულ ინდუსტრიაზე. საქართველოში არსებული სასტუმროების წარმომადგენლები შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, მარტსა და აპრილში ჯავშნების 80-90 % გაუქმებულია, ინდუსტრია კი ზარალზე მუშაობს და გაკოტრების ზღვარზეა. შეხვედრას 50-ზე მეტი სასტუმროს წარმომადგენელი ესწრებოდა. ერთ საათიანი მსჯელობის შემდეგ, სასტუმროების მფლობელები შეჯერდნენ, რომ შეიმუშავებენ ერთობლივ წერილს, რომელსაც სახელმწიფოს გაუგზავნიან. მათი ძირითადი მოთხოვნებია: ყველა სახელმწიფო გადასახადის გადავადება, ასევე კომერციულ ბანკებთან და კომუნალურ კომპანიებთან სახელმწიფოს შუამდგომლობა.