კორონავირუსის ახალი შემთხვევა ბათუმში

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა თურქეთის მოქალაქეს უკავშირდება, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი, საკუთარი სურვილით სამშობლოში დაბრუნდა და მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გააგრძელებს. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება 15 ინფიცირებული.

მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

დატოვე კომენტარი