კორონავირუსი

მსოფლიო შესაძლოა, ახალი პანდემიის საფრთხის წინაშე დადგეს.  ჩინეთში ახალი შტამის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი  სულ უფრო იზრდება.  ჩინეთის ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება.

ახალი  შტამის კორონავირუსი, იმავე ოჯახს განეკუთვნება, რომელსაც  მწვავე ახლო აღმოსავლეთის  რესპირატორული სინდრომი მიაკუთვნეს,  რომელმაც 2002-2003 წლებში  მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. საერთაშორისო აეროპორტებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იწყება.

დატოვე კომენტარი