კორონავირუსი - ვითარება საქართველოს რეგიონებში

ფოთში, ხვალიდან აგრარული ბაზარი და სასაფლაოები იხურება. ამის შესახებ ფოთის მერმა განაცხადა. მისი თქმით, ბაზარი, 21 აპრილამდე, სასაფლაოები კი მომდევნო 10 დღე დაიხურება, პერიმეტრს სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ზუგდიდისა და ფოთის აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ ისაუბრა სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, დაათვალიერა ფოთის, სენაკისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრები. ყველგან მომატებულია ნაკადი, როგორც ავტომობილების, ასევე მოსახლეობის. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გამოიჩინონ მაღალი საზოგადობრივი პასუხისმგებლობა და დაიცვან დაწესებული შეზღუდვები.