კორონავირუსი - შეწყვეტილი ფრენები

საქართველოს იმ მოქალაქეების მგზავრობას, რომლებიც იტალიიდან სამშობლოში პირდაპირი რეისებით უნდა დაბრუნებულიყვენ, სახელმწიფო საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს.

მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყდა. საკითხზე განცხადება უკვე გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.