კორონავირუსი - პრევენციული ღონისძიებები  

საქართველო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დრომდე რჩება ე. წ. მწვანე ზონაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია, სპეცილაური საკოორდინაციო კომისია დამატებით პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობს. ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, საქართველომ უკვე შეაჩერა ქვეყანასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა და ირანში მოგზაურობის ისტორიის მქონე მგზავრებს ახალ კორონავირუსზე სისტემატურად ამოწმებს.

რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაგეგმოს საქართველოს ჯანდაცვის უწყებამ, – მარიამ სეთურიძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.