კორონავირუსი - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სტატისტიკა იკლებს, თუმცა იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსი ვრცელდება. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ბოლო დღეებში არ გაზრდილა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და ის კვლავ სამია.

რა რეკომენდაციებით მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას, მარიამ სეთურიძე გვეტყვის.