კორონავირუსი - კონტროლი საზღვრებზე

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ქვეყანა საჰაერო და სახმელეთო კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს.

მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს როგორც სახმელეთო-სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ისე საქართველოს სამივე აეროპორტში. პარალელურად იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ამცირებს „ვიზეარი“. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი კოორდინირებულად მუშაობს, რათა კორონავირუსის საქართველოში შემოღწევის პრევენცია მოხდეს. საზღვრების კონტროლთან დაკავშირებით განცხადება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მარიამ სეთურიძე დეტალებით.