კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულებიდან ერთ-ერთთან პირველწყაროს დადგენა ისევ ვერ ხერხდება. სამი იმპორტირებულია, კერძოდ სომხეთიდან და ყირგიზეთიდან, მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. არცერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე.

სულ საქართველოში 1003 კოვიდდადასტურებული შემთხვევაა, 873 გამოჯანმრთელებული, 15 გარდაცვლილი, ამ დროისთვის კი კოვიდცენტრებში 115 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.