კორონავირუსი და მსოფლიო 

მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მაჩვენებლები მზარდია, ჩნდება კიდევ ერთი დილემა – რამდენ დღეს უნდა მოიცავდეს საკარანტინო პერიოდი. ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყანას საკუთარი მიდგომა აქვს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთო გზავნილია, რომ ვირუსის მახასიათებლების და ქცევების გათვალისწინებით, კარანტინის დროდ 14 დღე იყოს განსაზღვრული. ჯანმო საგანგაშოდ მიიჩნევს ევროპის ქვეყნებში ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც, რომლებმაც მარტის მაჩვენებლებს გადაასწრო.

სიტუაციის დასტაბილურება ვერ ხერხდება „კოვიდ-19“-ისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ აშშ-შიც, სადაც კორონავირუსული ინფექციის გავრცელება და მასთან ბრძოლა მოახლოებულ არჩევნებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

დატოვე კომენტარი