რის ფასად სურს აშშ-ს გრელანდია? ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებებით ნათელია, რომ ყველაფრის ფასად და ნებისმიერი გზით. ფინანსური მხარდაჭერის, პირდაპირი შესყიდვისა თუ სამხედრო ძალის გამოყენებით – მარტივი შეთანხმებით, ან რთული გადაწყვეტილებით. ტრამპი ღიად აცხადებს, რომ გრენლანდიაში ჩინეთისა და რუსეთის ინტერესებს ხედავს და არ სურს ისინი მეზობლად ჰყავდეს. ევროპა კი შიშობს, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოსგან ალიანსის სხვა წევრს საფრთხე ემუქრება და ამდენად, შტატების გეგმები მიუღებელია. ევროპაში მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების საკითხი ჩრდილოატლანტიკური ერთობისა და გაერო-ს წესდების შესაბამისად უნდა გადაწყდეს, გრენლანდიის პარლამენტი კი აშშ-ის მუქარას საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში განიხილავს, – ,,ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები, – ნათქვამია გრენლანდიის ხუთი პოლიტიკური პარტიის ერთობლივ განცხადებაში. ვენესუელას შემდეგ ძნელი სათქმელია შეზღუდავს თუ არა ტრამპს გადაწყვეტილების მიღებისას „საკუთარი მორალი“ და საერთაშორისო სამართალი, ამაზე ახალი მსოფლიო წესრიგი იქნება დამოკიდებული, რადგან ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუკი ნატო-ს წევრი ქვეყანა ალიანსის სხვა მოკავშირის მიმართ სამხედრო ძალას გამოიყენებს, ეს კატასტროფა იქნება მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით.