კონსულტაციები „ქართულ ოცნებაში“
„ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციები არჩევნების მეორე ტურისთვის ინტენსიურად გრძელდება. დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.
პარტიაში ასევე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც. საუბრის ძირითადი თემა მეორე ტურში გამარჯვების მოპოვება და კონკრეტული პრობლემების უმოკლეს ვადაში მოგვარება იყო. პარტიის ლიდერებმა ოფისი უკვე დატოვეს. ამ დროისთვის პარტიის ოფისში სამუშაო შეხვედრები გრძელდება.