კონსულტაციები ოპოზიციაში

რა ფორმით უნდა ჩატარდეს ქვეყანაში ხელახალი არჩევნები – ოპოზიცია კონსულტაციების განაგრძობს.

ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებები ამ კითხვაზე განსხვავებულია, თუმცა როგორც ბარიერგადალახული პარტიებში აცხადებენ ძირითად პრინციპებზე შეთანხმება მიღწეულია. ყოფილ პრეზიდენტთან კოორდინაციით მუშავდება დოკუმენტიც, სადაც არჩევნების ჩატარების პროცედურა და წესები უნდა იყოს გაწერილი. პარალელურად ოპოზიცია სამომავლო სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ პუნქტად პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას ასახელებს. ოპოზიციის ნაწილი კი მოსამართლეების პროკურორებისა და სამართალდამცველების სპეციალური სიის შემუშავების აუცილებლობაზეც საუბრობს. ოპონენტების გეგმების მიუხედავად, უცვლელია „ქართული ოცნების“ პოზიცია. მმართველი პარტიაში ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველს ვერ ხედავენ.