დღის ბოლოს ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართა. დისკუსიის საგანი იყო დელეგაციის შემადგენლობა და ის უხელმძღვანელებს თუ არა ამ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მეგობარ ქვეყანაში ოპოზიციაც და პოზიციაც ერთად უნდა ჩავიდეს და სოლიდარობა უკრაინის მიმართ ერთობლივად უნდა გამოხატოს.