კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია
ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა ფინალში ფრანგი მეტოქე 10-0 დაამარცხა და ტიტულის დაცვა მოახერხა.