კონსერვატორიის სტუდენტის ბრალდება

კონსერვატორიის სტუდენტი ამავე სასწავლებლის რექტორის მოადგილეს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებს. სიმონ ჩაჩანიძე კონსერვატორიაში დაგეგმილ რექტორის არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ მანანა დოიჯაშილი კონკრეტული კანდიდატის გაყვანით პირადად არის დაინტერესებული, რის გამოც აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. თუმცა ჩაჩანიძე, კანდიდატის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. ბრალდებებს მოკლედ პასუხობს ადრესატი. კონსერვატორიის რექტორის მოადგილე ამბობს, რომ ამ თემაზე დეტალურ განმარტებას, ხვალ, არჩევნების დასრულების შემდეგ გააკეთებს.