კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია

ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საეკლესიო პირების გამოსვლა  და უნგრეთის, საქართველოსა და  ჩეხეთის პრემიერ-მინისტრების მიმართვები. მანამდე კი უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობს ბუდაპეშტში და ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.