თბილისში საგზაო უსაფრთხოების თემაზე ხუთწუთიანი ფილმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფილმების კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING პროექტის – „მხარდაჭერა საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის შექმნასა და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომ გაუმჯობესებაში“ – ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ითვალისწინებს უსაფრთხოების ერთიანი ელექტრონული ბაზისა და მონაცემთა აღრიცხვის ეფექტიანი სისტემის შექმნასა და გამართული საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ბოლო ეტაპზე 11 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. პირველი პრიზის ავტორს, გრიგოლ ჟორდანიას ჯილდო ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გადასცა.