კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ დასრულდა

საქართველოს საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ დასრულებულია. კონკურსის მიზანი, სექტორის პროფესიული მხარდაჭერა, შემოქმედებითი სტიმულირება და სოლიდური საპრიზო ფონდით გუნდების წახალისება იყო. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და ქალაქის საგუნდო კოლექტივებმა მიიღეს, მათ შორის საუკეთესოები კი, ჟიურიმ გამოავლინა.