რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“, დაჯილდოების ცერემონიით და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტით დაიხურა.
გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. ფესტივალის გრან პრი და 10 000 ლარიანი ფულადი ჯილდო, რუსთავის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ნატომ“ მიიღო. რუსთავის მერიის სპეციალური პრიზი გადაეცა ფესტივალზე ფოკადან ჩამოსულ ანსამბლ „ფოკას სხივებს“, საუკეთესო ქართულის ნომინაცია კი საბერძნეთის ქართული დიასპორის ანსამბლმა „კავკასიამ“ მოიგო. ფესტივალი რუსთავის მერიის ორგანიზებით უკვე მესამედ გაიმართა.