კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში

საქართველოში დღეს კონგრესის დელეგაცია ჩამოდის. დელეგაციას სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს, სტუმრებს შორის არის სენატორი რობ პორტმანიც. აშშ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ვიზიტის მიზანია, გააჟღერონ ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.

ვიზიტის დროს სენატორები მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდებიან. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყება.