ვითარების ესკალაციის გაზრდილი საფრთხე ახლო აღმოსავლეთში. გოლანის მაღლობზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა დღევანდელმა განცხადებამ ისრაელში საკმაოდ მძიმე რეაქციები გამოიწვია. ნატო-ს წევრი ქვეყნის პირველმა პირმა მომავალში პალესტინელების დახმარების მიზნით ისრაელში შესვლა არ გამორიცხა. ისრაელის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამორჩეული ერდოღანი დღეს თელ-ავივში ჰუსეინსაც კი შეადარეს.
ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარე ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული. თელ-ავივი ავიაიერიშში ჰეზბოლას ადანაშაულებს და მას საპასუხო ქმედებით ემუქრება. ლიბანის რადიკალურ დაჯგუფებასა და ისრაელს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. ევროკავშირი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.