კონფერენცია სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
„გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“ – ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის დანერგვას. შეხვედრაზე მოწვეულები არიან სხვადასხვა ქვეყნიდან ექიმები, რომლებიც სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციაზე ასევე განხილული იქნება, თუ როგორ უნდა მოხდეს მაღალი სტანდარტით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სფეროში, კარდიო-რესპირაციული სისტემის და მწვავე ინფექციების, შოკის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. აღნიშნული კონფერენცია, ფოკუსირებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების ქვეყანაში ინტეგრაციაზე, საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. კონფერენცია ორ დღის განმავლობაში გაგრძელდება.