საქართველოში ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის კონფერენცია იმართება. მომხსენებლებმა პროგრამასა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრისას საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილეს ყურადღება. კონფერენციაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებებიდან სხვადასხვა სარდლობისა და სამხედრო სპეციალობის წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები მონაწილეობენ.
ხუთი დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ სამხედრო სწავლებების ორგანიზებისა და აღსრულების კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის მიღწევებს შეაფასებენ და მომავალი წლის გეგმებს განიხილავენ. საქართველოში კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება.