კონფერენცია „ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა“ დასრულდა

„ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა“,- საზოგადოებრივი მაუწყებლის და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია დასრულდა.

კონფერენციის მთავარი მიზანია რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის ციფრული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებაში ათი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, გერმანიის, თურქეთის, უკრაინის, მოლდოვისა და მაკედონიის.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები პირველ არხს 12 თებერვალს ესტუმრნენ და მისი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

კონფერენცია-სემინარზე ცნობილი გახდა, რომ პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის თანამშრომლობითა და დაფინანსებით, საქართველოში მუდმივმოქმედი ჟურნალისტური რეგიონული აკადემია იმუშავებს.