კომპენსაციის მიღების მსურველი დევნილების მონიტორინგი

12:24, 27.10.2026

ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დევნილთა სააგენტოს დირექტორი სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინსტრუქცია გააცნეს. საწყის ეტაპზე, რიგითობის შესაბამისად, განაცხადების მიღების პირველ დღეს შემოსული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა. დღეიდან კი მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებენ. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კომპენსაციების მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება, 2 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.

მსგავსი