კომპენსაციების გაცემა საქართველოში

როგორ მიმდინარეობს საქართველოში კომპენსაციების გაცემის პროცესი. 29 მაისის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 92 ათასზე მეტი თვითდასაქმებული, აქედან ნახევარზე მეტს თანხა უკვე დაერიცხა.

რაც შეეხება შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულებს, მათი რიცხვი ამ მომენტისთვის 72 100 ადამიანს შეადგენს. კომპენსაცია გარკვეულმა ნაწილმა უკვე მიიღო. ამჯერად მათ აპრილისთვის გათვალისწინებული თანხა მიიღეს.

თათია ტაბეშაძე მუშაობს თემაზე და დაწვრილებით მიმდინარე პროცესზე ახლა სწორედ ის ისაუბრებს.