კომპანია Eagle Hills-ის ინვესტიცია საქართველოში 

საქართველოში საქმიანობას იწყებს არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია.

თბილისში საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა „ემაარ ჯგუფმა“, რომელმაც ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის, 6,5 მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. „იგლ ჰილსის“ ქართული ოფისი კინო „რუსთაველის“ ძველ შენობაში განთავსდა. კომპანია, რომელიც მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში ოპერირებს და რომლის სახელსაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენის, „ბურჯ ხალიფას“ აშენება უკავშირდება, თბილისში და გონიოში თანამედროვე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების მშენებლობას გეგმავს. დაანონსდა 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. საქართველოს ოფისის გახსნის ცერემონიას „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელიც დაესწრო. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები კრწანისის რაიონში მწვანე ქალაქის გაშენებას, გონიოში კი თანამედროვე საკურორტო ზონის შექმნას გულისხმობს. „ემაარ ჯგუფის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლა და ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციის ჩადება იანვარში გადაწყდა – სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, მომავალ წელს უნდა დაიწყოს.