კოკი მახარაძის გამოფენა ეროვნულ გალერეაში

21:56, 05.02.2026

ცნობილი მხატვრის შემოქმედება საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება წარმოდგენილი.

კოკი მახარაძის ნამუშევრებს ეროვნული გალერეა უმასპინძლებს. ექსპოზიციისთვის სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ნახატები, მოგზაურობის დროს და ჟურნალებისთვის შექმნილი გრაფიკული ჩანახატები და ცნობილი ტილო შეირჩა.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება მხატვრის ის ნამუშევარიც ნახოს, რომელიც საქართველოში აქამდე არასდროს გამოფენილა. ექსპოზიცია ეროვნული გალერეაში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი