კოალიციების პერსპექტივა 2020 წლის არჩევნებზე

არსებობს თუ არა კოალიციების შექმნის შესაძლებლობა 2020 წლის არჩევნებზე.

საპარლამენტო უმრავლესობის  წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთპარტიული უმრავლესობა ვერ შედგა, კოალიციის  ჩამოყალიბება რთული იქნება, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გამოხმაურებები მოჰყვა. კობახიძის თქმით,  რეალურად  „ქართული ოცნება“ 60 %-ს აიღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად 20 %-ს, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კი ასევე ერთად 20 %-ს აიღებენ.