Knife Show Tbilisi 2024-ის მონაწილე ოსტატების კატალოგის პრეზენტაცია

18:25, 10.05.2025

საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციამ Knife Show Tbilisi 2024-ის მონაწილე ოსტატების კატალოგის პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა გამართა. ღონისძიებას ასოციაციის წევრები, ოსტატები, მხარდამჭერი კომპანიის წარმომადგენლები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კატალოგი წარმოდგენილია წიგნის სახით, რომელშიც მოცემულია ოსტატთა ბიოგრაფიები და მათი ნამუშევრების ამსახველი ფოტომასალა. წიგნი ასევე მოგვითხრობს ასოციაციის მიერ ჩატარებული სხვა გამოფენებისა და აქტივობების შესახებ.

მსგავსი