კითხვები პეტერ ფიშერის ირგვლივ – გამოხმაურება
პოლიტიკური შეფასებები არ წყდება გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წერილზე, რომლითაც მათ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებს უპასუხეს. ბუნდესტაგი ადასტურებს, რომ პეტერ ფიშერი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს შეხვდა და ეს შეხვედრა 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა. როგორც გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ჩატარდა.
გერმანიის მთავრობის პასუხებს, რომელიც ელჩის საქართველოში საქმიანობასა და პარტია „საქართველოსთან“ შეხვედრას ეხება, გახარიას პარტიის წევრები გამოეხმაურნენ. კომენტარები გაკეთდა უმრავლესობაშიც.