თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, გერმანიის მიმართულებით, მთავრობის მიერ ორგანიზებული დამატებული სპეციალური ჩარტერული რეისით ქართველი გულშემატკივრების 219-კაციანი ჯგუფი უკვე გაფრინდა, რომლებიც 30 ივნისს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უქომაგებენ. ისინი კიოლნში სპეციალური, სუბსიდირებული ბილეთით გაემგზავრნენ.
დღეს და ხვალ დამატებით ორი ჩარტერული რეისი შესრულდება, ხოლო 1 და 2 ივლისს კიოლნიდან ქართველი ქომაგები სუბსიდირებული ბილეთით სამშობლოში დაბრუნდებიან. ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა. სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.