კიმ ჩენ ინი თანახმაა, ბირთვული პროგრამა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გამოცდა შეაჩეროს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თანახმაა, ბირთვული პროგრამა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გამოცდა შეაჩეროს, ასევე დახუროს ბირთვული პოლიგონი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, ქვეყანამ დაასრულა ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა.
აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაადასტურა. „ეს დიდი პროგრესია მთელი მსოფლიოსთვის!“ – წერს დონალდ ტრამპი.
სამხრეთ კორეის მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ბირთვული პროგრამის შეჩერების თაობაზე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ცენტრალური კომიტეტის ყრილობაზე მიიღო. დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა უახლოეს თვენახევარში გაიმართება.